|
2020-12-27 17:12:46, 734 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - თუ რაციონალურ დროს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია პარლამენტში შევა
„თუ რაციონალურ დროს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიცია პარლამენტში შევა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებს. „ოპტიმიზმს, როგორც წესი, აქვს ორი საფუძველი – რაციონალური საფუძველი ან სიბრიყვე. მე ვფიქრობ, რომ თალაკვაძის შემთხვევაში ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე. თუთიყუშებივით ერთსა და იმავეს იმეორებენ, სიტუაცია არ იცვლება, ჩვენი მოთხოვნები მათ იციან და ჯობია, შეეგუოს ბატონი თალაკვაძე ერთ რამეს, რომ ვიდრე ოპოზიცია შევა მაგ პარლამენტში, მისი თავმჯდომარეობა უფრო მოკლე იქნება, ვიდრე ოპოზიციის იქ ყოფნა. ოპოზიცია ერთადერთ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუ რაციონალურ დროს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ჩატარდება სრულმასშტაბიანი საარჩევნო რეფორმა. ამის გარეშე ეს არის უბრალოდ ჟურნალისტებისთვის სატყუარა, რომ ამ თემაზე ისაუბრონ. მე ვპირდები მას, რამდენ ტყუილს იტყვიან, მკვახე შეურაცხმყოფელ პასუხსაც მიიღებს. მე ვთვლი, რომ ისინი ამით შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ მოქალაქეებს, ამიტომ ვთვლი ჩემს მოვალეობად, რომ ხალხის შეურაცხყოფას მე მივაყენო შეურაცხყოფა, ამიტომ უნდა უციდეს ბატონმა კობზონმა და მეორე ფუფლომ, რომელსაც თუ უნდოდა ყოფილიყო ოპოზიცია, რატომ არ გადაიპარსა ის თმები? იმიტომ, რომ გაფუფლოვდა, ამიტომ რამდენი ასე იქნება, იმდენჯერ ასეთ პაუხს მიიღებს, რადგან ეს გათვლილია, რომ ამ თემაზე იბაქიბუქონ, ივანიშვილს აბარებენ ამით აჩოტს და პასუხსაც მოისმენს ივანიშვილი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)