|
2020-12-27 16:05:17, 1527 ნახვა
მსოფლიო
რატომ არ იკეთებს კორონავირუსის რუსულ ვაქცინას ვლადიმერ პუტინი - დიმიტრი პესკოვის განმარტება
რატომ არ იკეთებს კორონავირუსის რუსულ ვაქცინას ვლადიმერ პუტინი?, - ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვაქცინის მიღების შესახებ ნებისმიერ პერსპეტივაზე აუცილებლად განაცხადებს. „პუტინმა თვითონ განაცხადა, რომ ვაქცინას აუცილებლად მიიღებს, თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ყველა ფორმალობა მოგვარდება“, - აცხადებს პესკოვი. ფორმალობა უკავშირდება იმ საკითხს, რომ კორონავირუსის ვაქცინა კიდევ რამდენიმე კვლევის ფაზაშია. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო აცხადებს, რომ რუსული ვაქცინა, Спутник V 60 წელს ზემოთ პირებისთვის უსაფრთხოა. კლინიკურმა კვლევებმა ვაქცინის 90%-იანი დადებითი შედეგი აჩვენა. ამაზე ადრე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება ვაქცინას აუცილებლად მიიღებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)