22:20 - 13 Aug, 2026
|
2020-12-24 12:36:45, 1445 ნახვა
სამხედრო
პოლიციამ, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გაუჩინარებული ჯარისკაცი იპოვა
მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. ის თავს კარგად გრძნობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ჯარისკაცის გაუჩინარების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელეს. უწყების ცნობით, გიუნაშვილი 22 დეკემბერს სამხედრო ნაწილში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)