12:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 10:28:23, 477 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ

„შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად, მის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ-იორკში, ყოფილი მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას, შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი.

„მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში. მინდა, ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან მომენტს - შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ფუნქცია ჰუმანურობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და დაისაჯნენ კანონის დარღვევისათვის.

ამ თვალსაზრისით მე აქამდე ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ პრინციპებს. არ ვუშვებდი და მომავალშიც არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი. შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მე მინდა, ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics