|
2020-12-21 11:55:47, 767 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - პანდემიური დახმარების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პირველ ადგილზე ვართ
პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველო პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტისთვის საკუთარი პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა ჩამოთვალა ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებზეც 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიყო. :საქართველო პირველ ადგილზეა პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებში. პანდემიიდან გამომდინარე, შემცირებული შემოსავლების გარდა, ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა გახდა საჭირო. პირველი, ჯანდაცვის დაფინანსების ზრდაა, 2020 წელს გამოვყავით დამატებით 420 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული გვაქვს 450 მილიონი ლარი. მეორე მიმართულება, რაზეც დამატებითი რესურსების გამოყოფა გახდა საჭირო, ეს მოქალაქეების დახმარებაა და ჯამში, მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყო 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი, სხვადასხვა სახის ფულადი დახმარება მიიღო მილიონ 700 ათასმა მოქალაქემ, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებით სარგებლობს 2 მილიონ 500 ათასი მოქალაქე. მესამე მიმართულება იყო ბიზნესის მარდაჭერა, გამოყოფილიი იყო მილიარდ ექვსას მილიონ ლარზე მეტი, განხორციელდა ქონების და საშემოსავლო გადასაღადების შეღავათები, მოვახდინეთ ტურისტული, სამშენებლო სექტორების მხარდაჭერა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)