|
2020-12-20 21:07:09, 571 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი აშშ-ს სახელმწიფო მმართველობის საქმეებში ჩარევის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამუშაო ჯგუფი, რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე სახის სანქციების დაწესების შესაძლობლობას განიხილავს. ეს სანქციები შეეხება ფინანსური სახის აკრძალვებს რუსული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას, უცხოური მედია the guardian ავრცელებს. მედია იუწყება, რომ რუსეთის მიმართ პასუხი უნდა იყოს საკმარისად მძაფრი, რათა კრიმინალებს დიდი ეკონომიკური, ფინანსური ან ტექნოლოგიური ხარჯები ჰქონდეს, მაგრამ ამასთან თავიდან უნდა აიცილონ კონფლიქტის დაძაბვა ორ ბირთვულ შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს შორის. ამასთან, ამერიკის მოქმედების მთავარი მიზანი რუსეთის თავდასხმების შეკავება და მომავალი რუსული კიბერ ჯაშუშობის ეფექტურობის შემცირებაა. ჯო ბაიდენის დღის წესრიგში, როდესაც ის 20 იანვარს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს განვითარებადი კრიზისი და ფედერალური სააგენტოების კომპიუტერული ქსელების, მათ შორის ხაზინის, ენერგეტიკისა და კომერციის დეპარტამენტის ჩათვლით, არსებული გამჭვირვალეობის შენარჩუნება იქნება. რუსეთის ჰაკერულ ქმედებებს აღიარებს დონალდ ტრამპის პირველი თანაშემწე მაიკ პომპეოც და რუსეთს საჯაროდ ადანაშაულებს. ამერიკის პენტაგონის კიბერჯგუფის განცხადებით, მათ შეუძლიათ რუსულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენონ. ეს შესაძლებელია სატელეფონო ხაზების დაზიანებით და ინტერნეტზე წვდომის დაბლოკვით მოხდეს. ამასთან ამერიკული მხარის განცხადებით, მსგავსი სახის ქმედებები რუსეთის გარდა არცერთ ევროკავშირის წევრს ქვეყანას არ დააზარალებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)