04:51 - 21 Aug, 2026
|
2020-12-18 09:57:04, 903 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა Moderna-ს საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა მოწვეულმა კომიტეტმა Moderna-ს ვაქცინის საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინის გამოყენებას კომიტეტის 20-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა, ხოლო კომიტეტის ერთმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ერთი კვირის წინ, იმავე ჯგუფმა მხარი დაუჭირა Pfizer Inc-ისა და გერმანელი პარტნიორის BioNTech SE ვაქცინას, რამაც FDA-ის მხრიდან ვაქცინის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციას შეუწყო ხელი. აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია Moderna-ს ვაქცინის საგანგებოდ გამოყენებას, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)