12:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 10:56:01, 425 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს გენერალულ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ აგრესულ ნაბიჯებსა და მის თანმდევ უარყოფით შედეგებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთო-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ პროექტებს, რომელსაც ეუთო ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დღის წესრიგს.

"ჩვენ განვიხილეთ რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს პოლიტიკური პროცესი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სახით. ეუთო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს ჩართულობას ამ პროცესში ჩემთვის ასევე კარგი შესაძლებლობა იყო მესაუბრა ახალ მინისტრთან ეუთო-ს როლზე სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში", - განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics