|
2020-12-16 17:28:29, 734 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ამნისტიის შესახებ მიღებული კანონპროექტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე დაცული იქნება
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველი რეზოლუცია, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შეეხება. მისი თქმით, პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც ორი მთავარი ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფს. „საქართველოს პარლამენტის პირველი რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ იქნება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომელშიც მკაფიოდაა მოცემული ჩვენი საგარეო კურსისა და საქართველოს მისწრაფების შესახებ დასავლურ ოჯსახთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე მოგეხსენებათ, რომ ინიცირდება კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ეს არის ჰუმანური აქტი. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა მე-9 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შეხვედრა ოჯახის წევრებთან, რომლებიც ამნისტიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებდნენ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტი ტრადიციულად, თავის უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ. საბოლოო ჯამში, სამი მოსმენით მიღებული იქნება ისეთი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესრულებას. პირველი - ეს არის ჰუმანური აქტი, ამნისტია და პატიმრების დაბრუნება, რესოციალიზაცია საზოგადოებაში. მეორე - ამ აქტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონეც დარჩეს დაცული და მან არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, საკითხი მიჰყავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ კომიტეტებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამომწურავი მსჯელობის შემდეგ, სამი მოსმენით მივიღოთ ეს კანონპროექტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)