|
2015-09-28 18:35:58, 521 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი იან კელის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობის თაობაზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ელჩს საქართველოს ტურისტული და სატრანსპორტო პოტენციალი გააცნო. ასევე, მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება. ფორუმის მიზანია ახალი ხედვების აღმოჩენა და პარტნიორობის გაძლიერება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)