2020-12-14 18:17:12, 946 ნახვა
სამართალი
ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც მისი ადვოკატი, იოსებ ჯანაშია აცხადებს, ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.
„ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ფა ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავხსენით ყველა დეტალი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, რასთან გვქონდა საქმე და ამ საქმეს ისეთი პირი უჩანდა რომ აბსოლუტურად რეალურია და ისედაც სახეზეა ყველაფერი რომ ამ პირის მიმართ ზეწოლა ხორციელდება. სასამართლომ ბრალდების მხარის დასაბუთებული მოთხოვნა“, - განაცხადა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში 12 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან