10:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 11:36:00, 4186 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულისთვის მოხერხდება

კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულისთვის მოხერხდება.

ამის შესახებ კომპანია BioNTech-ის დირექტორმა უგურ შაჰინმა, FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა.

უგურ შაჰინის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა Covid 19-ის დამარცხებისთვის ვაქცინის სწრაფ და ფართო გავრცელებას ექნება.

მისივე თქმით, ვაქცინაციის წყალობით სიტუაციის რადიკალური შეცვლა უკვე აპრილისთვის გახდება შესაძლებელი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების უფლება აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გასცა. კომპანიების ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ 2021 წლისთვის ვაქცინის 1,3 მილიარდი დოზის წარმოებას შეძლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics