|
2020-12-10 13:19:25, 693 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი მოკლეს
ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, მალალაი მაივანდი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტის მანქანას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. გარდაცვლილია მისი მძღოლიც. როგორც გამოცემა იუწყება, ხუთი წლის წინ მალაიას დედაც მოკლეს, ისიც ჟურნალისტის მსგავსაც უფლებადამცველი იყო. როგორც „როიტერსი“ წერს, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ტარიქ არიანმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მოკლული ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა „თალიბანის“ მიერაა მოკლული. „თალიბანის“ პრესსპიკერი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი კი დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მალალაი მაივანდი რიგით მეათე ჟურნალისტია, მათ შორის ვინც ავღანეთში მოკლეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)