|
2020-12-09 19:36:54, 1083 ნახვა
სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე’’ დაჯილდოვდა
ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე უწყებრივი მედლით “გენერალი კვინიტაძე” დაჯილდოვდა. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ და საელჩოს თავდაცვის ატაშემ, გიორგი ბაბუნაშვილმა შეხვედრა გამართეს ესპანეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვიცე პოლკოვნიკთან, მარკოს კუენკა გუერეროსთან, მაიორ რიკარდო როდრიგეს დე ლა იგლესიასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან, ვიქტორ გარსიასთან. შეხვედრის ფარგლებში, დადებითად შეფასდა ესპანეთისა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. ასევე აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ესპანელი სამხედროების აქტიური ჩართულობა, რაზეც ესპანეთის სამეფოს ვიცე-პოლკოვნიკი მარკოს კუენკა გუერეროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე უწყებრივი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე’’ დაჯილდოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)