19:49 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 20:59:11, 616 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური COVID პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია

„ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური COVID პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანალოგიური და ხშირად უფრო მეტი პრობლემებია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ და მეტი რესურსების მქონე ქვეყნებშიც.

„სამწუხაროდ, COVID პანდემია ძალიან მძიმე გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მითუმეტეს საქართველოს მსგავსი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებისთვის და ობიექტურად ქმნის უამრავ სერიოზულ პრობლემას, კერძოდ ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური COVID პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია. მერწმუნეთ, ანალოგიური და ხშირად უფრო მეტი პრობლემებია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ და მეტი რესურსების მქონე ქვეყნებშიც. თუმცა, ეს ნაკლები ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონკრეტული სამედიცინო დახმარების მიღება უგვიანდებათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics