|
2020-12-06 14:42:02, 1445 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საფრანგეთის მიერ მიღებული რეზოლუცია კატასტროფაა და ამით შესაძლოა ევროპამ უარყოფითი შედეგები მიიღოს
„საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია კატასტროფაა და ამით შესაძლოა ევროპამ უარყოფითი შედეგები მიიღოს“, - ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს არავისთვის არ შეუტევია, ამ ქვეყანამ სრულიად ლეგიტიმურად და სამართლიანად დაიბრუნა ის ტერიტორიები, რომელიც სომხეთს ჰქონდა მანამდე დაპყრობილი. „საფრანგეთის პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება „ეუთო/მინსკის“ მონაწილეობით სრული კატასტროფაა და ახალი სკანდალი წარმოქმნას ემსახურება. აზერბაიჯანს არავისთვის არ შეუტევია, მან მხოლოდ საკუთარი მიწები დაიბრუნა და ეს სრულიად ლეგიტიმურ ჩარჩოებში განხორციელდა“, - აცხადებს ერდღანი. მისივე თქმით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტზე ასეთი სახის შეტევა მიუღებელია. „ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამაზე სათანადო რეაგირებას მოახდენს, რადგან ეს ინიციატივა საკმაოდ საშიშია ზოგიერთი ქვეყნისთვის", - აღნიშნავს ერდოღანი. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა ასეთი მიდგომით მხოლოდ უარყოფით შედეგებს მიიღებს და უმჯობესია „ბრძოლის სისხლიანი და ბნელი პერიოდი“ სამუდამოდ წარსულში დარჩეს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ მოუწოდებს, პარასკევს მიიღეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)