|
2020-12-05 17:34:11, 712 ნახვა
სამართალი
ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითად მოსიარულეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) დაიწყო. „გამოძიებით დგინდება, რომ 5 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)