|
2020-12-04 21:39:51, 577 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი, 10 წელია არაადამიანურ პირობებში ვართ
„ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი, 10 წელია არაადამიანურ პირობებში ვართ“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში პასუხისმგებლობა და მოვალეობა მოემატათ და პირობები ისევ არ იყო. „მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არა ადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი. შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთვრობამ გადაჭრა... შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ შეიძლებოდა მიტოვება ამ პროცესის... პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი 7 თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზის მენეჯერის საუკეთესო თვისებები და ასევე ოპერატიულად გადაწყვიტა ჩვენი შენობის ბედი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)