|
2020-12-02 16:19:30, 761 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაბრუნა შევარდნაძის დროში, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს ეკონომიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალის ნიშნული მიუახლოვდა შევარდნაძის მმართველობის დროინდელ ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, რადგან საგარეო ვალი სოციალური პაკეტების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის გადარჩენის ნაცვლად, კორუფციულ პროგრამებს ხმარდება. „ყველაზე მაღალი საგარეო ვალი საქართველოს ჰქონდა შევარდნაძის პერიოდში, როდესაც ქვეყანა მართლა დანგრევის პირას იყო და ის შეადგენდა შიდა პროდუქტის 63%-ს, გაისად საქართველოს საგარეო ვალი იქნება შიდა პროდუქტის 61%, ანუ ჩვენ ფაქტიურად მაკროეკონომიკურად „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაბრუნა შევარდნაძის დროში, როდესაც ნებიემიერ დროს შეიძლება მოხდეს სახელმწიფო დეფოლტი და სახელმწიფო ეკონომიკის ბოლომდე ჩამოშლა. რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, მთელი ეს აღებული თანხა ხმარდება არა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, არა სოციალური უზრუნველყოფისა და დაცვის პაკეტების შემუშავებას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის, არა ეკონომიკის გადარჩენას, არამედ ხმარდება ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომლებიც წლიდან წლამდე იზრდება და ხმარდება კორუფციულ პროგრამებს. ორი უზარმაზარი უბედურებაა, ვალი, რომელიც ჩამონგრევით და დეფოლტით ემუქრება ჩვენს ეკონომიკას და არასწორად და კორუფციულად დახარჯული ფული, ანუ ამ ვალისგან არანაირი სარგებელიც არ აქვს ქვეყანას და ხალხს, ისე იხარჯება ამხელა ფული, რომელიც გახლავთ ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი“, - განაცხადა ბაქრაძემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)