|
2020-12-01 20:47:48, 709 ნახვა
კომენტარი
მიტროპოლოტი ნიკოლოზი რუსეთში ვიზიტზე - პირველად არ შევხვედრივარ მათ და ამ თემაზე სულ მაქვს საუბარი
„პირველად არ შევხვედრივარ მათ და ამ თემაზე სულ მაქვს საუბარი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი პრეტენზია რუსეთის მიმართ იყო კორუფცია. „მე პირველად არ შევხვედრივარ მათ და ამ თემაზე სულ მაქვს საუბარი. ის, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია, ეს ერთი, მაგრამ ჩვენი მთავარი პრეტენზია და ეს ანტირუსული განწყობა მარტო ამით არ არის განპირობებული. მთავარი სხვა რამეა - ჩვენი მთავარი პრეტენზია რუსეთის მიმართ, ეს არის კორუფცია, რომელიც ამ ქვეყანაშია და სახელმწიფოებრივი მოწყობა, რომელიც ჩვენ არ გვინდა. თუ ჩვენი ორიენტაცია არის ევროპა და ამერიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი მოწყობა გვინდა ისეთი, როგორიც იქ არის, საზოგადოება გვინდა იმ პრინციპებით ავაწყოთ და არა ისე, როგორც რუსეთის სახელმწიფოშია, თვითონვე იტანჯებიან ამით. რაც შეეხება აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საეკლესიო პრობლემებს - სახელმწიფო პრობლემებზე საეკლესიო პირებთან რომ ვილაპარაკო, მხოლოდ გულის მოოხება გამოვა. სინამდვილეში, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონია და რეალურად ჩვენ ვეძებთ გამოსავალს“, - განაცხდა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)