|
2020-11-29 18:05:56, 1213 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი - მმართველობა, რომელმაც ქვეყანა ასეთ ტრაგედიამდე მოიყვანა უნდა დასრულდეს
„მმართველობა, რომელმაც სომხეთი ასეთ ტრაგედიამდე მოიყვანა უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა. მისივე განცხადებით, თუ პოლიტიკოსი ძლიერია, ის შეძლებს ისევ მმართველობაში მოსვლას და ამისთვის ცივილიზებული გზები არსებობს და ის ვადამდელი არჩევნებია. „ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ისეთი დიდი ტრაგედია მოხდება, როგორც სომხეთში, არის ერთი გადაწყვეტილება, მმართველობა რომელმაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა უნდა წავიდეს. თუ პოლიტიკოსი ძლიერია, ის შეძლებს ისევ მმართველობაში მოსვლას და ამისთვის ცივილიზებული გზები არსებობს და ის ვადამდელი არჩევნებია“, - განაცხადა არმენ სარქისიანმა. მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ მინისტრების, არამედ ყველა ადამიანის შეხედულებებს უნდა სცეს პატივი. „ეს მმართველობა დაახლოებით ნახევარი წელი, ან ერთი წელი შეიძლება იყოს და შემდეგ მანდატი ახალ ძალას გადაეცემა“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)