|
2020-11-26 14:42:02, 515 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი
სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობიას ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში შედგა შეხვედრები, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. „დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ჩვენ, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია უკვე ვმუშაობთ გარკვეულ ღონისძიებებზე, რომელზეც დღეს მინდა, რომ ვისაუბროთ, თუმცა სანამ კონკრეტულ ღონისძიებებზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ევროპაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ბალანსზე, ეპიდემიის მართვაში ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, ეკონომიკასთან ერთად, ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)