04:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 17:16:50, 1588 ნახვა

ომი უკრაინაში
მთავრობამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სავაჭრო ცენტრების, მაღაზიებისა და ბაზრობის დახურვა განიხილა

მთავრობამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სავაჭრო ცენტრების, მაღაზიებისა და ბაზრობის დახურვა განიხილა.

სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

„კარგი შეხვედრა იყო. საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ შეზღუდვების ამბავი. ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით. სავაჭრო ცენტრების დაკეტვა, მაღაზიების დაკეტვა, ბაზრობის დაკეტვა - ეს არის განხილვის საგანი. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - განაცხადა ერთ-ერთი სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენელმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს.

„არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები იყო ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით დღეს სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics