|
2020-11-19 14:52:40, 773 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)