|
2020-11-18 14:07:03, 534 ნახვა
კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელის განცხადებით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას არჩევნების საკითხი არ განუხილავთ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების განხილვა არ მომხდარა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულების პერსპექტივაზე საქართველოში. „არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა. მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს სისტემაში. გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორ ინიშნებიან სისტემაში. ყველა გახმაურებულ საქმესა და პროცესზე, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში და ვთხოვეთ კონკრეტული გზები. მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ეს ძალიან ცუდი ამბავია მიხეილ ჩინჩალაძისთვის და ჩვენთვის ეს არის კარგი შესაძლებლობაა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“, - განაცხადა გიორგი გვილავამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)