|
2020-11-16 17:38:20, 737 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - თავხედური განცხადებები ე.წ სირცხვილის კორიდორზე, „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაა ამომრჩევლისადმი
ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის გუშინდელ განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი აღნიშნულ განცხადებას გაემიჯნა. „არ შემიძლია არ შევეხო ე.წ. სირცხვილის კორიდორის, რომელთან დაკავშირებითაც გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები გუშინდელი დღის განმავლობაში. ძალიან კარგია რომ ამ მიდგომას გაემიჯნა უკვე რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან. ნათლად ჩანს, რომ ეს არის განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის, ხალხის მიმართ. რამდენიმე მათგანმა გაბედა, რომ დაეანონსებინა სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ეს სახე მეორე ტურისთვის. ეს წარმოუდგენელია, რადგან ალბათ, არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლებოდა მსგავსი რამ რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან განხორციელებულიყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ განაცხადა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)