2015-09-24 14:54:09, 333 ნახვა
პოლიტიკა
აქცია სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით დასრულდა
ევრაზიული კავშირისა და ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარეობდა, ქორეოგრაფიულ ანსამლ „კოლხის“ ცეკვის ფონზე დასრულდა.
აქციის დასასრულს ევრაზიული კავშირის ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით განცხადება დატოვა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ორგანიზაციის წევრებს არ შეხვდება, ისინი უახლოეს მომავალში მრავალათასიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა.
ორგანიზატორები და მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტისგან სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური გზით ურთიერთობის დალაგებას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან