01:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 14:44:35, 687 ნახვა

კომენტარი
მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინობენ - გიგი უგულავა მმართველი გუნდის წევრების მატჩზე დასწრებაზე

მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინობენ, ესწრებიან ფეხბურთს და მანქანით გადაადგილდებიან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველო-ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე მმართველი გუნდის წევრების დასწრებას.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კასტა, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება და ხალხი, რომლისთვისაც არაფერი შეიძლება.

„ „ტეხავს“, რაც ვნახეთ, როდესაც ადამიანებს არ უშვებ პოლიტიკური მიზეზის გამო 22:00 საათის შემდეგ, როდესაც შეკრებილ ადამიანებს და გულშემატკივრებს აჯარიმებ და ამ დროს იქ ვიპ ცხოვრება და ღრეობა აქვს მოწყობილი მთავრობას თავის სვიტასთან ერთად. შეურაცხმყოფელია, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კასტა არსებობს, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება და ხალხი არსებობს, რომლისთვისაც არაფერი შეიძლება.

მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინობენ, ესწრებიან ფეხბურთს, მანქანით გადაადგილდებიან, როდესაც ჩვენ გვაჯარიმებენ და ა.შ. სამარცხვინოა, ეს უკვე ნიშნავს, რომ რეჟიმი გაფორმდა ამ ქვეყანაში. ორუელის ცხოველთა ფერმა იყო გუშინ რაც ვიხილეთ. სამარცხვინოზე სამარცხვინო და სამწუხაროზე სამწუხარო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებისა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამართულ მატჩს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics