|
2020-11-12 13:46:13, 553 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე: ეს დახმარების კარგი პაკეტია და გაგრძელდება 2021 წელსაც
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კარგი პროგრამაა და იგი შეტანილია მომავალი წლის ბიუჯეტის საკომპენსაციო პაკეტებში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დახმარების აღნიშნული პროგრამა, ძირითადად, ფარავს ყველა მიზნობრივ ჯგუფს, ამავე დროს, როგორც მიმდინარე წელს, ჩადებულია მექანიზმი, რომ ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს ეს და ამ შემთხვევაში მათი კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება. „პროგრამა დაიწყო ნოემბრიდან და ჯამში ფარავს ოთხ თვეს: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს პროგრამა იქნება საკომპენსაციო პაკეტებში“, - აღნიშნა მან. სხვა სოციალურ და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება საზოგადოებას. „ამჟამად, ვმუშაობთ დახმარების მეოთხე ფაზაზე. როგორც იცით, ჩვენ მიმდინარე წელსაც საკმაოდ ფრთხილად და ღრმა ანალიზის შედეგად ვიღებდით გადაწყვეტილებებს თუ რა პროგრამა უნდა შემოგვეღო, რადგან რესურსებიდან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიუჯეტისთვის. შეგიძლიათ გადახედოთ და გაიხსენოთ, რა მოცულობის თანხებზე იყო ჯამში საუბარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიზნობრიობა და მინიმალური დანაკარგი. ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არის პროგრამა, რაღაც ტიპის დანაკარგი რომ არ ახლდეს. შესაბამისად, ჩვენ დაგვიგროვდა გამოცდილება და არსებული პაკეტებიდან შევარჩევთ ისეთს, რომელმაც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავა. ამ პაკეტებს განახლებულ ბიუჯეტში უახლოეს მომავალში იხილავთ. პრაქტიკულად, გვაქვს მონახაზი, თუმცა ბოლო მომენტანდე ვიტოვებთ იმის თავისუფლებას რომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)