|
2015-09-24 13:15:23, 611 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო უნდა იყოს მშვიდობის, კონსენსუსის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ადგილი
ჩვენ გვსურს, ყველანი ვიყოთ ერთიანი და გვქონდეს საერთო მიზანი - მიზანი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქართულ სახელმწიფოს; ეს არის ტოლერანტობის, ძმობის და სიყვარულის არჩევანი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა დიდმა მეფეებმა გაკეთეს, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მეჩეთში მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაურმა თანამემამულეებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საუკუნოვანი ურთიერთობის ტრადიცია უწყვეტად გაგრძელდება. „საქართველო არის უნიკალური ადგილი. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში ძმურად ცხოვრობდნენ ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებდნენ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას. საქართველო უნდა იყოს მშვიდობის, კონსენსუსის, ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის ადგილი. ჩვენ ასე გვესმის, ასე ესმოდათ ჩვენს წინაპრებს და ეს არის ტრადიცია, რომელსაც ერთგულად გავაგრძელებთ. ჩვენი მუსულმანები, ჩვენი მოქალაქეები, არიან ისეთივე თანასწორნი, როგორც ყველა დანარჩენი სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ჩვენი სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა რელიგიების მიხედვით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საოცარი ძმობა, ურთიერთგაგება აქვთ და ამას ქვეყნის სიყვარულით აკეთებენ. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესახებ, რომლის შექმნაზე მუშაობა ბიძინა ივანიშვილის დროს დაიწყო და აღნიშნა, რომ სააგენტო მიზნად ისახავს ყველა ბიუროკრატიული პროცედურის გამარტივებას, რაც რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საქმიანობას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, რელიგიის სააგენტომ 74 ნაგებობას მიანიჭა სტატუსი და მუსლიმთა სამმართველოს გადასცა, 20-მდე მეჩეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო სახელმწიფო თანაბრად სცემს პატივს და პირველად უხდის კომპენსაციებს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს. მთავრობის მეთაურმა მიმართვისას ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, სირიაში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა. „ადამიანები, რომლებიც აცდენილნი არიან ჭეშმარიტების გზას, გამოდიან ისლამის ან ქრისტიანობის სახელით და ათასობით ადამიანს არასწორ გზაზე აყენებენ. მთავარი არის ის, რომ ადამიანებს დააკლდათ სიყვარული და აქედან მომდინარეობს ყველა დანარჩენი პრობლემა. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ ჭეშმარიტების გზას არასოდეს გადავუხვევთ. ჩვენი მთავარი ძალაა სიყვარული, რომელიც გვაერთიანებს. მინდა, გისურვოთ მშვიდობა და სიყვარული. ყურბან ბაირამს გილოცავთ“, - მიმართა პრემიერმა თბილისის მეჩეთში შეკრებილ მუსლიმებს. მთავრობის მეთაურს დღესასწაულის მილოცვისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)