02:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 10:44:59, 723 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი ვაშაძის ინტერვიუზე - ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო

ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, - თან.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება.

„როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში. საოცარი ინტელეტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური  დისკურსის ფონზე ჩვენს გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ, ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო“, - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics