|
2015-09-24 09:37:10, 759 ნახვა
სამართალი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს. დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ადა ს. მის ნაცნობ პიროვნებას დაჰპირდა, რომ გარკვეული თანხას სანაცვლოდ მოქალაქე ს.ნ-ს მოუგვარებდა ყველა საჭირო საკითხს და დაჩქარებული წესით ჩასვამდა არკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ადა ს-მ აღნიშნული პროცედურების მოგვარების სანაცვლოდ მის ნაცნობ ქალბატონს მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)