|
2020-11-08 12:07:47, 1331 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ გაარჩევს წითელსა და ლურჯს, არამედ დაინახავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს
ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ გაარჩევს წითელსა და ლურჯს, არამედ დაინახავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა აშშ-ს საპრეზიდენტო შედეგების გამოცხადების შემდეგ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. ჯო ბაიდენმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დროა უხეში რიტორიკა გვერდზე გადავდოთ, დავწიოთ ტემპერატურა და ისე დავინახოთ ერთმანეთი. მოვუსმინოთ ერთმანეთს და მივაღწიოთ პროგრესს. დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა, ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ გაარჩევს წითელსა და ლურჯს, არამედ დაინახავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თითოეულ მოქალაქეს. დროა ჩვენმა უკეთესმა მხარემ გაიმარჯვოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ის რიგირთ 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)