|
2020-11-07 11:53:29, 666 ნახვა
მსოფლიო
გათავისუფლდეს თეთრი სახლი დონალდ ტრამპისგან - აშშ-ში მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლის პროცედურა კვლავ გრძელდება, რასაც თან ახლავს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, როგორც კანდიდატების მომხრეების, ასევე მათი ოპონენტების მხრიდან. ვაშინგტონში ათასობით ადამიანი მონაწილეობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, რომლებიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მოქმედი სახელმწიფოს მეთაურის მომხრეებმა მასშტაბური მიტინგი გამართეს ფილადელფიაში - აღნიშნული აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენსილვანიაში ხმების დათვლის პროცედურა დარღვევებით წარიმართა. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ შტატში უსწრებს ჯო ბაიდენს, თუმცა არჩევნების წინასწარი მონაცემები სხვას მიანიშნებს. კანდიდატთა მხარდამჭერთა კამპანიები სხვა შტატებშიც მიმდინარეობს, სადაც ჯერჯერობით კენჭისყრის წინასწარი შედეგები არ იძლევა საშუალებას, რომელიმე კანდიდატის გამარჯვების შესახებ დამაჯერებლად ისაუბრონ. ასე და ამგვარად, დონალდ ტრამპის მომხრეებმა გადაწყვეტიეს არიზონას საარჩევნო კომისიის პიკეტირება, სადაც ჯო ბაიდენი თითქმის ყველა ბიულეტინის დათვლით, იმარჯვებს. შტატებში, სადაც „დემოკრატებს“ უპირატესობა გააჩნიათ, ჯო ბაიდენის მომხრეები გამარჯევბას ზეიმობენ. მოძრაობა Black Lives Matter-ის წევრები ქუჩაში გამოვიდნენ და ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა მოითხოვეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია, გაათავისუფლონ თეთრი სახლი დონალდ ტრამპისგან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)