|
2020-11-05 02:43:32, 1283 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ნათელია, რომ იმდენ შტატს ვიგებთ, რომ საარჩევნო კოლეგიაში 270 ხმა მივიღოთ
ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენი იმედოვნებს, რომ როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, გამარჯვება სწორედ მას დარჩება. "ნათელია, რომ იმდენ შტატს ვიგებთ, რომ საარჩევნო კოლეგიაში 270 ხმა მივიღოთ. აქ გამარჯვების გამოსაცხადებლად არ ვარ. იმის სათქმელად ვარ, რომ გვჯერა, რომ დათვლა როდესაც დასრულდება, გამარჯვებულები ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებულები ვიქნებით. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი გამარჯვება. ეს ყველას გამარჯვება იქნება. ამერიკის გამარჯვება. ამ გამარჯვების შემდეგ არ იქნება წითელი და ლურჯი შტატები. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები". - თქვა ბაიდენმა. აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მერყევ შტატებში, ვისკონსინში და მიჩიგანში გამარჯვება დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა. ვისკონსინში მონაცემებით, დათვლილია ხმების 95%, ბაიდენმა მათი 49.6% მოიპოვა, რამაც მას საკმარისი ხმა მოუტანა შტატში გამარჯვებისათვის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)