|
2020-11-04 13:45:36, 464 ნახვა
მსოფლიო
რამდენიმე შტატში ჯერ ისევ ხმებს ითვლიან
დემოკრატი ჯო ბაიდენი არიზონას იგებს. არიზონა "წითელ" შტატად მიიჩნევა, რომელიც წლების განმავლობაში რესპუბლიკელ პრეზიდენტს უჭერს მხარს. ახლა მთელი ყურადღება ხუთ შტატზეა მიმართული. ხმების დათვლას ელოდებიან ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში. ყველა ამ შტატზე მცირე სხვაობით ტრამპი ბაიდენს უსწრებს. უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ფლორიდის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიაში დამატებით 29 ხმა მიიღო. მას ახლა 213 ხმა აქვს. ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა მინესოტას შტატში, საიდანაც 10 ხმა მიიღო და ახლა 225 ხმით ლიდერობს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დათვლილი ხმები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მერყევ შტატებში. მათ უმეტესობაში, ამ დროის მონაცემებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს. წინასწარი შედეგები კი ასეთია: არიზონა - ბაიდენი 52.4%, ტრამპი 46.3% ნევადა - ბაიდენი 50.3%, ტრამპი 47.6% ვისკონსინი - ტრამპი 51.3%, ბაიდენი 47.2% მიჩიგანი - ტრამპი 53.4%, ბაიდენი 45% პენსილვანია - ტრამპი 56.1%, ბაიდენი 42.7% ჩრდილოეთ კაროლინა - ტრამპი 50.1%, ბაიდენი 48.7% ჯორჯია - ტრამპი 50.7%, ბაიდენი 48.1% აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შტატში, მათ შორის ვისკონსინსა და პენსილვანიაში ფოსტით მიცემული ხმების დათვლა ჯერ არ დაწყებულა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)