|
2020-11-04 13:34:25, 627 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა, ეს არის თაღლითობა
ჩვენ არჩევნებს ვიგებდით, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა, ეს არის თაღლითობა-ამის შესახებ აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. "ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგეთ კიდეც. ახლა დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის მასშტაბური თაღლითობა. ჩვენ გვინდა, კანონმა სწორად იმუშაოს. ასე რომ, ჩვენ წავალთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვინდა, ხმის მიცემის ყველანაირი პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ დილის 04:00 საათზე ბიულეტენები აღმოაჩინონ“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპის განცხადებით, ზეიმისთვის ემზადებიან. ტრამპი ამომრჩველის წინაშე წარსდგა და თქვა, რომ ყველა შტატი მოიგეს. "დიდი ზეიმისთვის ვემზადებით. ყველაფერს ვიგებთ. მოვიგეთ ტეხასიც და ტაბლოზე არ ასახეს შედეგები, მაგრამ ჩვენ მაინც ყველა შტატს ვიგებთ, მოვიგეთ, ჯორჯია, ფლორიდა, ჩრდილოეთ კალორინდა და ასე შემდეგ", — განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის კანონმდებლობით, ფოსტით მიცემული ხმების მიღება კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)