|
2020-11-01 17:16:12, 946 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი - მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი შესაძლოა, ქვეყანას ძვირად დაუჯდეს
მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში. როგორც კვირიკაშვილი წერს, ხელისუფლება ეროვნული კონსოლიდაციისკენ ნახევარ ნაბიჯსაც არ დგამს, რაც საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს და სახიფათო შედეგის მომტანია. „მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც. როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ - ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში - გარდაუვალად“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)