|
2020-10-30 14:24:33, 669 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში იყოს ლიდერი
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით< ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი სახელმწიფოს მასშტაბით არ იქნება. იქნება წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად ეფექტურად დავიცავთ ელემენტარულ წესებს, პირბადეს, დისტანციას და ა.შ. მეორე ტალღაზე გამარჯვებაც ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს. პირველი ტალღის დროს და დღემდე, ჩვენს ბიზნესთან, ჩვენს მოქალაქეებთან და ეპიდემიოლოგებთან, ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში დასულია მინიმუმამდე. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში და ფართოდ რეგიონში იყოს ლიდერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)