|
2020-10-29 11:35:40, 1880 ნახვა
ომი უკრაინაში
კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა
„ქართული ოცნების“ თელავის-ახმეტის- ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. “დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ - წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. მშვიდობის და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების" მონაპოვარია, შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის. მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ კახეთის განვითარებაზე ზრუნვას და ერთად შევქმნით ამ მადლიანი კუთხის წარმატების ისტორიას. ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ კახეთისა და საქართველოს წარმატებისთვის”, - წერს ირაკლი ქადაგიშვილი.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)