|
2020-10-27 13:24:32, 429 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: 2021 წლის ბოლოს 1 400 000-მდე აბონენტი იქნება ჩართული ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში
„წალენჯიხის გაზიფიცირება, სადაც არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და პირველად ჩვენ შევიყვანეთ, არის ქვეყნის მასშტაბური გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ერთი კონკრეტული ნაწილი და სწორედ აქედან მომეცა საშუალება, მოსახლეობისთვის ანგარიში ჩამებარებინა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც გაზიფიცირების გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ პირველად ისტორიაში შევიყვანეთ ბუნებრივი აირი. ძალიან რთული პროექტი განხორციელდა - 39 კმ მკვებავი მილი იქნა გაყვანილი ასეთ რთულ რელიეფში, მაგრამ ახლა წალენჯიხელებს აქვთ გაზი და 2021 წლის ბოლომდე ყველა თემს - 49 დასახლებულ პუნქტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სრულად ექნება ბუნებრივი აირი" - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და ჩვენი ქვეყნის გაზიფიცირების დონე გადააჭარბებს 90 პროცენტს, რაც, მინისტრის თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. „მიუხედავად ამისა, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, სადაც გვინდა, რომ შევიყვანოთ ბუნებრივი აირი, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ გაზიფიცირების პროგრამა და 2022-24 წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განვახორციელოთ - შედეგად 2024 წლის ბოლოს საქართველოში 600-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს, რაც არის არამარტო სოციალური ყოფის გაუმჯობესება, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაც" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ წალენჯიხაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი - 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში. მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაშია შესული და გაზი მიეწოდება 312 ათასზე მეტ ოჯახს 1000 - ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. 2019-2021 გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2021 წლის ბოლოს, გაზგამანაწილებელ ქსელში დამატებით 90,000-მდე აბონენტი ჩაერთვება.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)