09:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 12:39:42, 1779 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით, 60-64 პროცნეტის ფარგლებშია.

„მოსახლეობაში ნიღბის მოხმარება თუ 95-პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელიიქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. პირდაპირ მიუთითებენ ევროპას, სინგაპურის მაგალითი მოჰყავთ, რომ ნიღბის გამოყენება უნდა გახდეს სავალდებულო. საქართველოზეც კეთდება პროგნოზირება. ჩვენ გვაქვს გამოყენება დაახლოებით 60-64 პროცენტის ფარგლებში. მოწოდება არის, რომ ავიდეს 95 პროცენტის ფარგლებში. ამ ფარგლებში თუ გვექნება, ჩვენ შესამჩნევად შევამცირებთ ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას და შესაბამისად, ქვეყანაში სხვა ინდიკატორებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics