|
2020-10-25 15:25:48, 719 ნახვა
სამართალი
კრიმინალთან და დეპუტატის საქმესთან კავშირის ვერსია ტყუილია - ვალერიან ნემსიწვერიძის ადვოკატი
"კრიმინალთან და დეპუტატის საქმესთან კავშირის ვერსია ტყუილია",- ამის შესახებ გარდაცვლილი ვალერიან ნემსიწვერიძის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მან საქალაქო სასამართლოს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. „შეხვედრები მქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებლებთან , ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე, ვცვლით ინფორმაციებს რასაკვირველია, საჭირო ინფორმაციებს. ამ დროისთვის 70-მდე ნივთმტკიცებაა ამოღებული და ყველა ის ვერსია კრიმინალთან, დეპუტატთან დაკავშირებით აბსოლუტურად ტყუილია. ამას გიდასტურებთ მე, პირადად სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ“ , - აცხადებს გარდაცვლილის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი. შეგახსენებთ, რომ სარაჯიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 41 წლის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, მას სავარაუდოდ 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. ამასთანავე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალერიან ნესმიწვერიძე ერთ-ერთი პარლამენტარის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმისთვის იყო ნასამართლევი და მან ციხეში 9 წელი გაატარა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)