|
2020-10-24 13:16:51, 741 ნახვა
კომენტარი
თემურ ხვიბლიანი - აბსოლუტური ტყუილი და ცილისწამებაა, რომ თითქოს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი მე ვარ
აბსოლუტური ტყუილი და ცილისწამებაა, რომ თითქოს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი მე ვარ, - ამის შესახებ თავდაცვმის სამინისტროს წარმომადგენელმა, თემურ ხვიბლიანმა განაცხადა. ხვიბლიანი აღნიშნულის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს. „მინდა განვაცხადო, რომ ის ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიებისა და პიროვნების მიერ არის აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება და ცრუ ბრალდება. ასევე, ის რომ თურმე დავაკონკრეტებ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომლიც შეიჭრა ბანკის ზუგდიდის ფილიალში და ასევე ის რომ თურმე თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი ვიმეორებ, რომ არის ტყუილი და ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიასა და გვერდებზე გავრცელდა და გამოიწვია საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა. ასევე დამიკავშირდა ერთ-ერთი არზის ჟურნალისტი და ცივად ღიად მეუბნება რომ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა მინიდაო და ვკითხე რატომ, აი , თქვენ გდებენ ბრალს ზუგდიდში ბანკში თავდასხმაზეო, დავუკონკრეტე რომ წყარო გადაამოწმოს და ნუ შეიყვანენ ხალხს შეცდომაში“, - განაცხადა ხვიბლიანმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)