|
2020-10-21 20:24:47, 496 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დანარჩენი მძევლები უსაფრთხოდ დააბრუნონ თავიანთ ოჯახებში. „როგორც ვნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად, ორი მძევალი გათავისუფლებულია და მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე ეხლა მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან: შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს. ზიანის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)