09:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 15:39:56, 594 ნახვა

კომენტარი
მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სასკოლო სივრცეს ამ სემესტრში დაუბრუნდებიან

მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სასკოლო სივრცეს ამ სემესტრში დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და კონკრეტული თარიღები საზოგადოებისთვის წინასწარ გახდება ცნობილი.

„მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებიის სკოლებში დაბრუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ეს ამ სემესტრში მოხდეს და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით რა საკვირველია, საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics