|
2015-09-21 09:50:44, 648 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ვლადიმერ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ვლადიმერ ქ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 201 საბრძოლო ვაზნა, თურქული წარმოების, არარეგისტრირებული სანადირო თოფი, კუსტარულად დამზადებული არარეგისტრირებული პისტოლეტი, 6 მჭიდი და ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი 7 დეტალი ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)