|
2020-10-17 14:30:57, 1514 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთის ჩარევის გარეშე ომი არ დაიწყებოდა
ეს ომი არ დაიწყებოდა თურქეთის ჩარევის გარეშე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მხოლოდ პოლიტიკური ომი არაა და საქმე სომეხი ხალხის გენოციდის მცდელობასთან გვაქვს. ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვის დროსაც, თურქეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათ არ სურთ, რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტოს ბრძოლები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა თურქეთის ჩარევის გარეშე. „ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ომი. ეს არის სომეხი ხალხის გენოციდის მცდელობა. სომეხმა ხალხმა თავი უნდა დაიცვას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გენოციდის საფრთხის ქვეშ მყოფმა ხალხმა. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ყარაბაღის საკითხს ეს ერთი გამოსავალი აქვს, რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხებს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე გენოციდი, ფიზიკური განადგურება და ეთნიკური წმენდა ემუქრება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)