|
2020-10-17 12:54:50, 542 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი - ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის
„მთავარი მზაკვრობა და მტრობა, რაც დავინახეთ, ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი არასოდეს ყოფილა ოკუპანტი და მტაცებელი. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს მთავარ სიწმინდეს, მთავარ იდენტობას, მთავარ ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილს, ჩვენთვის ეს არის წმინდათა წმინდა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა, რომ შესაბამის სამსახურებს დაავალა დასკვნის დადება, შემდეგ კი, მან პოლიტიკა 4 წლით დატოვა. მისი ინფორმაციით, საქმის ვითარება შემდეგ პრემიერებსაც გააცნეს. „მინდია ჯანელიძეს ჰქონდა საუბარი, შემდეგ მამა კირიონს ჰქონდა საუბარი ორივე პრემიერ მინისტრთან, ვინც ჩემს შემდეგ იყვნენ. მამუკა ბახტაძის მიერ კომისიის შემადგენლობა შეიცვალა, ბაბაქიარის მწვერვალი, რომელიც მანამდე იყო ჩვენი სარგებლობის ქვეშ, დე ფაქტოდ ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, მიადგნენ თუ არა ბაბაქიარის მთას, უცებ იგნორი გაუკეთეს 70-80 იანი წლების რუკას, რომლებიც საიდან მოიტანეს გაუგებარი იყო. არავითარი კითხვა არ არსებობს, უმარტივესი საქმეა. გააჩინეს 38 წლის რუკა, რომლის მიხედვითაც ბაბაქიარის მწვერვალი აღმოჩნდა და ასეც არის - აზერბაიჯანის მხარეს შეუთანხმეს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მოადგნენ დავით გარეჯის კომპლექსს. ორივე მხრიდან, ჩიჩხიტურის მხრიდან და უდაბნოს მხრიდან პირდაპირ თხემზე, ქედზე ატარებენ საზღვარს, მაშინ როცა 38 წლის რუკის მიხედვით რომ ეხელმძღვანელათ, საზღვარი ჩვენს შორის გადიოდა დაახლოებით ქედიდან 500 მეტრით ქვევით. ამაზე მეტი სიცხადე და ამაზე დიდი არგუმენტი, გნებავთ მტკიცებულება, რა უნდა იყოს,“ - აღნიშნა მან. მინისტრის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც გამოკვეთა პროკურატურამ პირველ ეტაპზე, არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე ხდება: „ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაცია მეზობელ ქვეყანასთან და ტერიტორიების შეთანხმება ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს... გუშინ გამოვიდა მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშაკიძე და პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეორე ნოღაიდელის გადაწყვეტილება მოვისმინეთ, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და თქვა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და დასკვნაა. დავით გარეჯის ეს მონაკვეთის, კომპლექსის ნაწილი მათი შეთანხმებით აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს. კიდევ ერთი მტკიცებულება რაც ჩვენ მოვისმინეთ ნინო კალანდაძისგან, ისიც ამბობს, რომ ეს ადგილი აზერბაიჯანის მხარესაა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)