|
2020-10-17 11:34:15, 1468 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა პარიზში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას ისლამისტური ტერაქტი უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა. ამის შესახებ BBC წერს. „მასწავლებელი იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ისინი ვერ გაიმარჯვებენ .... ჩვენ ვიმოქმედებთ!“, - განაცხადა პრეზიდენტმა შემთხვევის ადგილიდან. შეგახსენებთ, რომ პარიზის მახლობლად, ქალაქ კოფლან-სენტ-ონორინში ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე სკოლის მახლობლად მოხდა. მსხვერპლი კოლეჯის მასწავლებელია, რომელმაც სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი სტუდენტის ნათესავია, რომელიც წარმოშობით ჩეჩენია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)